
მსახიობი უერთდება საზოგადოებრივ მოძრაობას – ფარაჯანოვის მუზეუმი თბილისს და ვიდეომიმართვას ავრცელებს:
“თხოვნით მივმართავ მერიას, დაარსდეს სერგო ფარაჯანოვის სახელობის კულტურის ცენტრი თბილისში. შეიძლება მერს ძალიან ბევრი საქმე აქვს და ფარაჯანოვი ახლა არ ახსოვს.
ისტორიის ფურცლები:
იმედი მაქვს, რომ ჩვენი თხოვნა არ დარჩება უყურადღებოდ, რადგან ეს ჩვენს ქალაქს სჭირდება.
ბევრმა ცნობილმა ხელოვანმა იცის, რომ ფარაჯანოვი თბილისში ცხოვრობდა, რომ ჩამოვლენ და მის ბინაში წაყვანას ითხოვენ, რა უნდა ვუთხრათ? მის ბინაში სხვა ცხოვრობსო? კარგი, ბინა არ არის, მაგრამ კულტურის ცენტრი მაინც დაარსდეს.”

