მომღერალი ლედი გაგა კოსმეტიკური ფირმა Shiseido-ს ახალი სარეკლამო კამპანიის სახე გახდა.
ვარსკვლავი უკვე გადაიღეს საახალწლო რეკლამაში, რომელსაც 2015 წლის პირველ იანვარს იაპონიაში წარადგენენ. კოსმეტიკური კომპანია ჯერჯერობით არ გეგმავს, სარეკლამო კამპანია იაპონიის საზღვრებს გაცდეს.
ისტორიის ფურცლები:
სხვადასხვა იაპონურ გაზეთებში ლედი გაგას 50 სელფი დაიბეჭდება. 46 ფოტოს ნახვა მკითხველს პირველი იანვრიდან შეეძლება, დარჩენილი 4 ფოტო კი 5 იანვარს დაიბეჭდება.
Shiseido-ს მწარმოებლებმა გადაწყვიტეს, ასეთი ხერხით მიიქციონ საზოგადოების ყურადღება და მომხმარებელს მათი პროდუქციის შეძენისთვის სტიმული მისცენ.
