მომღერალი ლაშა ღლონტი თავის ერთგულ მსმენელს ახალ სიმღერას სთავაზობს.
სიმღერა მამუკა ჩარკვიანს ეკუთვნის, არანჟირება – მარიამ ქაცარავას, ტექსტი კი – ჯანსუღ ჩარკვიანს. “შენ რომ დიდი იქნები, მე რომ აღარ ვიქნები” – ეს ლექსი ჯანსუღ ჩარკვიანმა შვილიშვილს, პიანისტ ირმა გიგანს მიუძღვნა.
ისტორიის ფურცლები:
ლექსი მამუკა ჩარკვიანმა აამღერა, ახლა კი მისი ახლებური ვერსია ლაშა ღლონტმა იმღერა.
სიმღერაზე საგანგებო ვიდეორგოლიც შეიქმნა, რომელშიც ლაშა ღლონტის შვილიშვილი პატარა მამუჩიკო მაისურაძე მონაწილეობს.
