ლანა ღოღობერიძის სასიხარულო ამბავი

კითხვის დრო: 2 წთ.

ლანა ღოღობერიძის სასიხარულო ამბავიკინორეჟისორ ლანა ღოღობერიძის ცხოვრებაში ძალიან მოულოდნელი და სასიხარულო ამბავი მოხდა – იაპონიის იმპერატორმა ამომავალი მზის ორდენით დააჯილდოვა. იაპონიის ელჩმა ბატონმა იშიძუკა ჰიდეკიმ რეზიდენციაში გამართულ ღონისძიებაზე, კინორეჟისორ ლანა ღოღობერიძეს, როგორც 2025 წლის შემოდგომის უცხოელი მოქალაქეების ორდენის ერთ-ერთ მიმღებს, ოქროს სხივებითა და ვარდით დამშვენებული ამომავალი მზის ორდენი გადასცა.

ლანა ღოღობერიძის სასიხარულო ამბავი - 2

ლანა ღოღობერიძემ 1987 წელს ფილმ „ორომტრიალისთვის“ ტოკიოს მეორე საერთაშორისო კინოფესტივალზე საუკეთესო რეჟისორის ჯილდო მოიპოვა. ასევე, 2019 წელს იაპონიაში აჩვენეს „ოქროს ძაფი“ – ფილმი, შთაგონებული იაპონური კერამიკის გამთლიანების ტრადიციული ტექნიკით „კინცუგით“ (ოქროთი შეკეთება). ამ ნამუშევრებით მან დიდი ყურადღება გამოიჩინა იაპონური ტრადიციული კულტურის მიმართ.

ლანა ღოღობერიძის სასიხარულო ამბავი - 3

ელჩმა იშიძუკამ დააფასა ქალბატონი ლანას იაპონიასა და საქართველოს შორის კულტურულ გაცვლასა და ურთიერთგაგების განვითარებაში შეტანილი წვლილი და გადასცა ორდენი და დიპლომი, რისთვისაც რეჟისორმა გულწრფელი მადლიერება გამოხატა.

ლანა ღოღობერიძე:

“ჩემთვის ძალიან მოულოდნელი და სასიხარულო ამბავი. იაპონიის იმპერატორმა დამაჯილდოვა ამომავალი მზის ორდენით.”

Artinfo.ge