რეჟისორი ლანა ღოღობერიძე დააჯილდოვეს. არაერთ საერთაშორისო პრემიასა და ჯილდოს, რომელიც ქართველ ხელოვანს მიღებული აქვს ნაყოფიერი მოღვაწეობის გამო, კიდევ ერთი საპატიო პრიზი შეემატა.
ისტორიის ფურცლები:
87 წლის რეჟისორი ბათუმში გამართული საავტორო კინოს საერთაშორისო ფესტივალის მთავარი პრიზით – ოქროს ზღვისცხენით დაჯილდოვდა. ეს ჯილდო მან კინოხელოვნებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისათვის მიიღო.
ლანა ღოღობერიძესთან ერთად ფესტივალის მთავარი პრიზის – ოქროს ზღვისცხენის მფლობელები გახდნენ რეჟისორი და მსახიობი ბაადურ წულაძე და მსოფლიო კინოს ვარსკვლავი ნასტასია კინსკი.
