ლადო გუდიაშვილის ორიგინალი ნამუშევრები რესტორანში

კითხვის დრო: 2 წთ.

ლადო გუდიაშვილის ორიგინალი ნამუშევრები რესტორანშიქართველი მხატვრის ლადო გუდიაშვილის ორიგინალი ნამუშევრები ერთ-ერთ რესტორანშია გამოფენილი.

ინფორმაციას ჟურნალისტი ნინო მიქიაშვილი ავრცელებს:

“თუ ვინმე ნამყოფი ხართ, ან აპირებთ მისვლას, გთხოვთ, პატივი დამდოთ და იკითხოთ, ლადო გუდიაშვილის ნახატების ორიგინალთან ერთად ხდება ჭამა-სმა და დროს ტარება, თუ კედელზე გამოკიდებული ნახატები ასლებია და არა ორიგინალი?!

და კიდევ, შალვა ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების მუზეუმიდან თითქმის მთლიანად წაიღეს ლადო გუდიაშვილის ნამუშევრები მისივე სახლ-მუზეუმში, იქვე, გუდიაშვილის ქუჩაზე. საინტერესოა, რესტორან “ლადონინაში” კედლებზე დაკიდებული ნახატები ვისი საკუთრებაა – გუდიაშვილის სახლ-მუზეუმის თუ ხელოვნების მუზეუმის?!

დღეში ათჯერ მხვდება თვალში რესტორან “ლადონინას” რეკლამა. ყოფილი ხელისუფლების დროს ფიროსმანის ნახატებთან ერთად როგორი ღრეობა გამართეს, ეს ალბათ, გახსოვთ და ახლა გუდიაშვილს მიადგნენ, თუ როგორაა საქმე?!”

Artinfo.ge