
“კვიპროსმა საქართველოს 13 ათასი მ2 მიწის ნაკვეთი აჩუქა.
ქართული სამონასტრო კომპლექსი სოფელ ღალიაში მდებარეობს. ორჯერ ვიყავი გადაღებაზე და ჩემი თვალით მინახავს, როგორ მუშაობდნენ იქ მცხოვრები ქართველები დაუღალავად მონასტრის გათხრებზე, ექსპედიციის წევრები და მამა ზაქარია ანაფორა ამოკეცილი წერაქვით ხელში.
ისტორიის ფურცლები:
უცხოეთის მიწაზე არსებულ ამ ტაძარს ჩვენი ქვეყნისთვის უდიდესი მნიშვნელობა აქვს. ეს მწიგნობრული კერა იყო და თამარ მეფეს არაერთხელ შეუწირავს მონასტრისთვის.
მოკლედ, მინდა მივულოცო ყველას, ვინც ამისთვის წლების განმავლობაში მუხლებგადატყავებული იბრძოდა და ოცნებობდა.”


