თვითნებური სარემონტო თუ სარესტავრაციო სამუშაოებით საქართველოში არსებული ტაძრები ხშირად ზიანდება.
სპეციალისტები ამ მიმართულებით ზომების გამკაცრებას შესაბამის უწყებებს სთხოვენ.
ისტორიის ფურცლები:
გამონაკლისი არც ხაშურის მუნიციპალიტეტში მდებარე ლუბრუმას ღვთისმშობლის ეკლესიაა.
კუსტარული რემონტით დამახინჯებული ეკლესიის ფოტოს დეკანოზი ილია ჭიღლაძე ავრცელებს:
“ლუბრუმას ღვთისმშობლის ეკლესია, ადგილობრივების მიერ კუსტარული რემონტით და შელესვით დამახინჯებული, ხაშურის მუნიციპალიტეტი.”
