კულტურულ ძეგლებზე უნებართვო სამუშაოები გამოვლინდა

კითხვის დრო: 1 წთ.

კულტურულ ძეგლებზე უნებართვო სამუშაოები გამოვლინდაბოლო პერიოდში საქართველოში არაერთ კულტურულ ძეგლზე ხორციელდება თვითნებური და უნებართვო სამუშაოები.

ამჯერად უნებართვო სამუშაოები მიმდინარეობს ქარელის რაიონში, ძამისა და ფცის ხეობაში არსებულ ორ ძეგლზე – აბისისა და მძოვრეთის ციხეზე.

ინფორმაცია კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულ სააგენტოში უკვე შევიდა.

სააგენტოს ინსპექციის სამსახური დაუყოვნებლივ ადგილზე მოინახულებს მიმდინარე პროცესებს და საჭიროების შემთხვევაში უმკაცრეს ზომებს მიიღებს.

Artinfo.ge