საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო ზაზა ურუშაძის და გიორგი ოვაშვილის ფილმების საერთაშორისო წარმატების აღსანიშნავად მიღებას გამართავს.
ისტორიის ფურცლები:
სასტუმრო “თბილისი მარიოტში” დაგეგმილ ღონისძიებაზე მიწვეული არიან ოსკარზე წარდგენილი ქართულენოვანი ფილმის გადამღები ჯგუფის წევრები და კინოხელოვანები. ღონისძიებას საქართველოს პრემიერ–მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილიც დაესწრება.
ოსკარის 87-ე დაჯილდოვების ცერემონიაზე უცხოენოვანი ფილმის კატეგორიაში ზაზა ურუშაძის “მანდარინები” მოხვდა. ფილმი ესტონეთმა წარადგინა. ამასთან, შესარჩევ ფილმებს შორის იყო გიორგი ოვაშვილის “სიმინდის კუნძული”, რომელიც შორთ ლისტში შევიდა, მაგრამ ხუთეულს მიღმა დარჩა.
