საქართველოს კულტურის პალატის მიერ 2015 წლის სექტემბერში დაწესდა ჯილდო „ხალხის რჩეული“, რომელიც 29 დეკემბერს დაჯილდოვდება.
ისტორიის ფურცლები:
“ხალხის რჩეული” საქართველოში ჩატარებული გამოკითხვის შედეგად გამოვლინდა. ქართული საზოგადოების გადაწყვეტილებით, პირველი ჯილდო გადაეცემა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსს, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტს, უწმინდესსა და უნეტარეს ილია მეორეს.
აღნიშნული დაჯილდოვების ცერემონიალი 29 დეკემბერს საპატრიარქო რეზიდენციაში გაიმართება. უწმინდესსა და უნეტარესს აღნიშნულ ჯილდოს საქართველოს კულტურის პალატის პრეზიდენტი დავით ოქიტაშვილი გადასცემს.
