კოტე თოლორდავას ჩამოსვენების თარიღი ცნობილია

კითხვის დრო: 2 წთ.

კოტე თოლორდავას ჩამოსვენების თარიღი ცნობილიათბილისის მოზარდმაყურებელთა თეატრის მსახიობის კოტე თოლორდავას მოსკოვიდან თბილისში ჩამოსვენების თარიღი ცნობილია. 35 წლის მსახიობს, რომელიც 11 აპრილს მოსკოვის ერთ-ერთ სასტუმროს ნომერში გარდაცვლილი იპოვეს, უკვე ჩაუტარდა ექსპერტიზა, რომელსაც ოჯახის ახლობელი ესწრებოდა.

კოტეს გარდაცვალების მიზეზი მას შემდეგ გახდება ცნობილი, რაც მსახიობს თბილისში ჩამოასვენებენ. როგორც ოჯახის წევრები აცხადებენ, მისი მეუღლე სამი თვის ორსულია, ამიტომ მას კოტეს გარდაცვალებას უმალავდენენ.

ისტორიის ფურცლები:

კოტე თოლორდავა მოსკოვში ფილმის გადაღებებზე იმყოფებოდა. ის გარდაცვლილი სასტუმროს ნომერში მას შემდეგ იპოვეს, რაც გადაღებაზე არ გამოცხადდა. რუსი სამართალდამცველების ინფორმაციით, ცხედარს ძალადობის ნიშნები არ აღენიშნებოდა.

მსახიობის საქართველოში ჩამოსვენების საკითხში საგარეო საქმეთა სამინისტრო ჩაერთო. მის ცხედარს თბილისში ხუთშაბათს, 16 აპრილს ჩამოასვენებენ და ოჯახის გადაწყვეტილებით, კვირას, 19 აპრილს დაკრძალავენ.

Artinfo.ge