
10 ოქტომბერს რუსთაველის თეატრში შეკრებილი საზოგადოება კიდევ ერთხელ გაიხსენებს ქორეოგრაფს – ცეკვა „რაჭულისა“ და „ტაში ბიჭო გიორგუნას“ სულისჩამდგმელის, ჯგუფების „შინისა“ და „ეგარის“ ერთ-ერთ ყველაზე გამორჩეულ წევრს.
ისტორიის ფურცლები:
საღამო ხელოვანის 60 წლის იუბილეს მიეძღვნება და მასში მონაწილეობას მიიღებენ ხალხური სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო აკადემიური ანსამბლი “რუსთავი”, ჯგუფი “ეგარი”, ანსამბლი „ძირიანი“, ანსამბლი „საგალობელი“, ლელა თათარაიძე, დავით შანიძე და დავით სხირტლაძის სხვა ხელოვანი მეგობრები.
20 ლარიანი ბილეთების გაყიდვიდან შეგროვილი თანხა მთლიანად დათუნიკა სხირტლაძის მცირეწლოვანი შვილის ანგარიშზე ჩაირიცხება.

