15 მაისს კლასიკოსი მწერლის კონსტანტინე გამსახურდიას დაბადების დღეა. მწერალმა, რომელმაც მთელი თავისი შემოქმედება საქართველოს მთავარ ღირებულებებს მიუძღვნა, 70 წლის იუბილეზე თქვა:
“მე დავიბადე მსოფლიოს უმცირეს და უმოკლეს მდინარის პირას. მას ჰქვია სახელად ზანა. მე მომიხდა რამდენიმე უნივერსიტეტში სწავლა ლენინგრადში, კენიგსბერგში, ლაიპციგში, მიუნხენში, პარიზში, ბოლოს ბერლინში.
ისტორიის ფურცლები:
ყველგან და ყოველთვის მე მიხდებოდა გაჯიბრება გერმანელებთან, ებრაელებთან, პოლონელებთან, ამერიკელებთან და ფრანგებთან.
არავის ვუმხელდი, მაგრამ ჩემს თავს ვეუბნებოდი: “შენ ჰეი, მსოფლიოს უმცირეს მდინარის პირად შობილო ბიჭო, არ გაჯობონ დიდი მდინარეების პირად დაბადებულთა.”
