კონდამიანეს ეკლესია – ულამაზესი ძეგლი ინგრევა

კითხვის დრო: 1 წთ.

კონდამიანეს ეკლესია – ულამაზესი ძეგლი ინგრევაკახეთში, სოფელ კისისხევიდან დაახლოებით 6 კილომეტრში მდებარეობს კონდამიანი (კოსმა და დამიანეს) ეკლესია, რომელიც XVI-VII საუკუნეებით არის დათარიღებული.

ტაძარი და მიმდებარე ტერიტორია ულამაზესია, მაგრამ გადაუდებელ რესტავრაციას საჭიროებს.
ინფორმაციას არქიმანდრიტი ეგნატე ავრცელებს:

“კონდამიანი (კოსმა და დამიანეს) ეკლესია. 6-7 საუკუნეები… სოფელ კისისხევიდან დაახლოებით 6 კილომეტრში მდებარეობს, როგორც ამბობენ, ამ მიდამოებში სამოცამდე ტაძარია და კლდეში ნაკვეთი სენაკებია. ეტყობა, რომ სამონასტრო ცხოვრება დუღდა… უდავოდ ულამაზესია, მაგრამ გადაუდებელ რესტავრაციას საჭიროებს.”

კონდამიანეს ეკლესია – ულამაზესი ძეგლი ინგრევა - 2

კონდამიანეს ეკლესია – ულამაზესი ძეგლი ინგრევა - 3

კონდამიანეს ეკლესია – ულამაზესი ძეგლი ინგრევა - 4

Artinfo.ge