კოკა ნიკოლაძე მრავალმხრივი ნიჭით არის დაჯილდოებული. გარდა იმისა, რომ კომპოზიტორია, ის მუსიკალურ საკრავებსაც ქმნის. მის ხელში ზამბარა, ხის ყუთი, ჭანჭიკი თუ რეზინა მუსიკალურ საკრავად გადაიქცევა.
ისტორიის ფურცლები:
კოკას და მის შემოქმედებას უცხოეთში კარგად იცნობენ. ამის დასტურია ქართველი შემოქმედის TEDx-ის ღონისძიებაზე მიწვევა, სადაც მან დამსწრე საზოგადოებას თავისი ერთ-ერთი მუსიკალური საკრავი წარუდგინა.
