კლასიკური მუსიკის საერთაშორისო ფესტივალზე ნატანაელ გუინი დაუკრავს

კითხვის დრო: 1 წთ.

კლასიკური მუსიკის საერთაშორისო ფესტივალზე ნატანაელ გუინი დაუკრავსცნობილი პიანისტი ნატანაელ გუინი 4 სექტემბერს ბათუმში კლასიკური მუსიკის საერთაშორისო ფესტივალზე დაუკრავს.

კონცერტი ბათუმის მუსიკალური ცენტრის დიდ საკონცერტო დარბაზში 19 საათზე დაიწყება.

საკონცერტო პროგრამაშია ბერლიოზის უნგრული მარში, სენ-სანსის საფორტეპიანო კონცერტი N2 თხ. 22, სმეტანას “ვლტავა” და ზუპეს უვერტიურა “გლეხი და პოეტი”.

კონცერტში ნატანაელ გუინისთან ერთად მონაწილეობას მიიღებს ბათუმის სახელმწიფო მუსიკალური ცენტრის სიმფონიური ორკესტრი და დირიჟორი დავით მუქერია.

Artinfo.ge