მსოფლიოს კინო-ლეგენდა კირკ დაგლასი 103 წლის ასაკში გარდაიცვალა.
სამწუხარო ინფორმაცია მსახიობის გარდაცვალების შესახებ მისმა შვილმა, ცნობილმა მსახიობმა მაიკლ დაგლასმა გაავრცელა.
გაიხსენეთ:
უხუცესმა მსახიობმა არაერთ ფილმში ითამაშა, თუმცა მისი შემოქმედების სავიზიტო ბარათი მაინც ფილმი “სპარტაკი” იყო.
კირკ დაგლასი ქველმოქმედებით იყო დაკავებული და ეხმარებოდა იმ ადამიანებს, ვისაც ეს ყველაზე მეტად სჭირდებოდა.
