კირილე ზდანევიჩის მოხატულობა ნადგურდება

კითხვის დრო: 1 წთ.

კირილე ზდანევიჩის მოხატულობა ნადგურდებახელოვნებათმცოდნე ნანა ყიფიანი სოციალურ ქსელში ავრცელებს ინფორმაციას კირილე ზდანევიჩის მოხატულობის განადგურებასთან დაკავშირებით და შესაბამის ორგანოებს არსებულ ვითარებაში გარკვევას დროულად სთხოვს.

ნანა ყიფიანი:

“იღუპება “არგონავტთა ნავის” (1919 წლის არტისტული კაფეს) კირილე ზდანევიჩის მოხატულობა ოფიცერთა სახლის სარდაფში.

წლების მანძილზე ვერც სახელმწიფოსთან (ძეგლთა დაცვა, სამინისტრო) და ვერც ამ სარდაფის მეპატრონესთან (ოფიცერთა სახლი ნაწილ-ნაწილ პრივატიზებულია) ვერაფერი გავაწყვეთ.

ალბათ ხმაურია, სამწუხაროდ, ასატეხი, სანამ ნესტის ჭიებს საბოლოოს არ შეუჭამიათ მთელი მხატვრობა.”

კირილე ზდანევიჩის მოხატულობა ნადგურდება - 2

კირილე ზდანევიჩის მოხატულობა ნადგურდება - 3

კირილე ზდანევიჩის მოხატულობა ნადგურდება - 4

კირილე ზდანევიჩის მოხატულობა ნადგურდება - 5

Artinfo.ge