ხელოვნების სასახლემ ახალი პროექტი დაიწყო

კითხვის დრო: 2 წთ.

ხელოვნების სასახლემ ახალი პროექტი დაიწყოხელოვნების სასახლემ ახალი პროექტი დაიწყო – “ძველი მხატვრობა ციფრულ ხელოვნებაში”:

გიორგი კალანდია, ხელოვნების სასახლის დირექტორი:

“მგონია, რომ ჩვენს მუზეუმში წარმოუდგენლად ლამაზი პროექტი დავიწყეთ – “ძველი მხატვრობა ციფრულ ხელოვნებაში”! – წარსულის გამორჩეული ძეგლები თანამედროვე ხედვით, ამისათვის ვიყენებთ როგორც ჩვენს თანამედროვე მხატვრებს, ისე ხელოვნური ინტელექტის უსაზღვრო შესაძლებლობებს!

ხელოვნების სასახლემ ახალი პროექტი დაიწყო - 2

ესთეტიკის, სტილის, ინტერიერისა და ორნამენტიკის მაქსიმალური დაცვით ციფრულ ფორმატში გადმოგვაქვს წარსული მხატვრობის რჩეული ნიმუშები!

ხელოვნების სასახლემ ახალი პროექტი დაიწყო - 3

ამ შემთხვევაში გიზიარებთ 1646 წელს ზუგდიდში მამუკა თავაქალაშვილის მიერ დასურათებული “ვეფხისტყაოსნიდან” რამდენიმე მინიატურას! მგონია, რომ ძალიან ლამაზი და შინაარსიანი იმიტომაა, რომ ხელოვნურ ინტელექტთან ერთად მასზე მხატვარ-გრაფიკოსმაც იმუშავა. დაწერეთ თქვენი აზრიც, რამდენად მოგწონთ?! თუ მოგწონთ – მაშინ ამ ნამუშევრებს ღია ბარათებადაც დავბეჭდავთ.”

ხელოვნების სასახლემ ახალი პროექტი დაიწყო - 4

Artinfo.ge