ხელოვნების ქურუმი გულბათ ტორაძეს

კითხვის დრო: 1 წთ.

ხელოვნების ქურუმი გულბათ ტორაძესცნობილი მუსიკისმცოდნე გულბათ ტორაძე ქართული ხელოვნების განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის კულტურის სამინისტროს უმაღლესი ჯილდოს ხელოვნების ქურუმის მფლობელია. მას ეს ჯილდო კულტურის მინისტრის მოადგილემ მანანა ბერიკაშვილმა გადასცა.

ისტორიის ფურცლები:

კონსერვატორიის ემერიტუს-პროფესორი გულბათ ტორაძე უამრავი ჯილდოს მფლობელია, მათ შორის „ღირსების ორდენის“ კავალერი.

გულბათ ტორაძემ მუსიკის მოყვარულ საზოგადოებას თავისი ახალი წიგნები “სულხან ცინცაძე”, “ელისო ვირსალაძე” და “მოგონებები” შესთავაზა.

Artinfo.ge