ქართველი პიანისტი ხატია ბუნიათიშვილი მსოფლიოს ერთ-ერთ ყველაზე წარმატებულ დაჯილდოების ცერემონიალზე Echo-Klassik 2016 წლის საუკეთესო სოლო ჩანაწერისთვის დააჯილდოვეს.
ბერლინის საკონცერტო დარბაზში გამართულ საზეიმო გალაკონცერტზე ქართველი პიანისტი შეკრებილ საზოგადოებას ჯგუფის COLDPLAY სოლისტმა კრის მარტინმა წარუდგინა.
ისტორიის ფურცლები:
ბრიტანელი მომღერალი დამსწრეებს მიესალმა და ხატიას ჯილდოს მიღება მიულოცა.
ხატია ბუნიათიშვილმა კლასიკური მუსიკის მოყვარულებისთვის მოდესტ მუსორგსკის საფორტეპიანო ციკლიდან “სურათები გამოფენაზე” “Die Hütte der Baba-Jaga” & “Das große Tor von Kiew” შეასრულა.
