
ხატიას ნიჭიერებას, განსაკუთრებულობას და ინდივიდუალიზმს ისიც ადასტურებს, რომ მისი კონცერტების მიმართ ინტერესი ყოველთვის მაღალია და საღამოებიც ანშლაგით მიდინარეობს.
თავდაუზოგავი შრომა პიანისტს კიდევ ერთხელ დაუფასდა და ერთ-ერთ პრესტიჟულ მუსიკალურ დაჯილდოებაზე Echo Klassik Award 2016 მან სპეციალური ჯილდო მიიღო.
ხატია ბუნიათიშვილი საუკეთესო საფორტეპიანო ალბომის ჩაწერისთვის სპეციალური პრიზით დაჯილდოვდა.
Echo Klassik Award-ზე ქართველმა პიანისტმა ჯილდო ალბომისთვის Kaleidoscope მიიღო. ხატია ბუნიათიშვილის ალბომი საუკეთესო სოლო ჩანაწერად დასახელდა.
გერმანული მუსიკალური პრემია Echo Klassik Award მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი და ცნობილი მუსიკალური პრემიაა.
ეს ხატიას რიგით მეორე Echo Klassik Award-ია. პირველად ამ პრესტიჟული ჯილდოს მფლობელი ქართველი პიანისტი 2012 წელს გახდა.

