ქართველი პიანისტი ხატია ბუნიათიშვილი გადატვირთული საგასტროლო გრაფიკით ცხოვრობს. ის წლებია პოპულარობას არ კარგავს და სოლოკონცერტებს მართავს მსოფლიოს წამყვან ორკესტრებთან ერთად. ხატია ყველა წამყვანი საკონცერტო დარბაზის სასურველი სტუმარია.
ისტორიის ფურცლები:
ამჟამად პიანისტი საკონცერტო ტურნეთი მსოფლიოს გარშემო მოგზაურობს. ხატია ბუნიათიშვილი 30 იანვარს სპეციალური სტუმრის სტატუსით კამერულ ორკესტრ “ორფეუსთან” ერთად კარნეგი-ჰოლში მოცარტის მეოცე საფორტეპიანო კონცერტს დაუკრავს. საღამოზე შესრულდება რახმანინოვისა და ჰაიდნის ნაწარმოებებიც.
ქართველი პიანისტის კონცერტს მსოფლიო პრესა აქტიურად ეხმაურება და კლასიკური მუსიკის მოყვარულებს მასზე დასწრებას ურჩევს.
