პიანისტი ხატია ბუნიათიშვილი მსოფლიოში ერთ-ერთი აღიარებული ქართველი მუსიკოსია.
მისი კონცერტები მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში ანშლაგებით იმართება და ქართველი ხელოვანის მოსმენა ათასობით ადამიანს სურს.
ისტორიის ფურცლები:
ახალი წელი ხატიასთვის, ტრადიციულად, დატვირთული საგასტროლო გრაფიკით დაიწყო და წლის ბოლომდე ასე გაგრძელდება.
თუმცა სიახლე, რომელსაც “არტინფო” გაგაცნობთ, ხატია ბუნიათიშვილის ერთ-ერთ პოპულარული ჟურნალის ყდაზე მოხვედრაა. ჟურნალმა Brucknerhaus 2018 წლის პირველი ნომერი ქართველ პიანისტს მიუძღვნა.
