ვენეციის რიგით 81-ე საერთაშორისო კინოფესტივალის ჟიურიმ სპეციალური პრიზი ქართველი რეჟისორის დეა კულუმბეგაშვილის ფილმს “აპრილი” მიანიჭა.
ფილმი კინოფესტივალის მთავარ კონკურსშია და მასში ია სუხიტაშვილი, კახა კინწურაშვილი და მერაბ ნინიძე მონაწილეობენ.
ისტორიის ფურცლები:
საერთაშორისო პრესამ დეა კულუმბეგაშვილის ფილმს არაერთი სტატია მიუძღვნა.
ვენეციის საერთაშორისო კინოფესტივალზე ფილმის მსოფლიო პრემიერის შემდეგ , მას სან სებასტიანისა და ლონდონის კინოფესტივალებზე უჩვენებენ.
