კახი კავსაძის გზავნილი საზოგადოებას

კითხვის დრო: 1 წთ.

კახი კავსაძის გზავნილი საზოგადოებასმსახიობი კახი კავსაძე საზოგადოებას სპეციალურ გზავნილს უგზავნის და საჯაროდ უმხელს თავის ყველაზე დიდ სურვილს.

ხელოვანი ვიდეომიმართვაში საუბრობს იმ საკითხებზე, რომლებიც მისი აზრით, ამ ცხოვრებაში ყველაზე მნიშვნელოვანი და აუცილებელია.

კახი კავსაძე:

“ჩემს სამშობლოს – საქართველოს ვუსურვებ მშვიდობას. სადაც მშვიდობაა, იქ თეატრია; სადაც თეატრია, იქ პიესები, იქ სცენარი, იქ წიგნია; სადაც წიგნია, იქ პოეზიაა; სადაც პოეზიაა, იქ სუფრაა; სადაც სუფრაა, იქ პატივისცემაა; სადაც პატივისცემაა, იქ სიყვარულია; სადაც სიყვარულია, იქ ღმერთია. ჩვენთან არს ღმერთი!”

Artinfo.ge