კახი კავსაძე ზურაბ ქაფიანიძეზე

კითხვის დრო: 1 წთ.

კახი კავსაძე ზურაბ ქაფიანიძეზემსახიობი კახი კავსაძე თავის კოლეგასა და მეგობარზე ზურაბ ქაფიანიძეზე ყოველთვის სიამოვნებით იხსენებს ამბებს, რომლებიც მას ახალგაზრდობის წლებში ამოგზაურებს.

ამჯერად მსახიობმა მათი ერთობლივი ფოტოს ისტორია გაიხსენა:

“1956 წელია. მეორე კურსზე ვართ. ჩვენი საკურსო სპექტაკლის შემდეგ მაყურებელთა დარბაზში ჩავედით და ეს ფოტო იქ გადავიღეთ…

ზურიკო ქაფიანიძეს ხედავთ? აკი გეუბნებოდით, თეატრალურში რომ მოვიდა, პატარა ბიჭი იყო-მეთქი, იღლიაში ამოვიჩრიდი და ისე დავდიოდით. აი, ბატონო, ნახეთ: ხომ ვარ ზურა ქაფიანიძეზე მაღალი? არავის სჯერა, არ იქნებოდიო… არადა, ვიყავი!

მერე გაიზარდა, ჩემო ბატონო! ვეხუმრებოდი: ბალახის ჭამამ როგორ გაგზარდა-მეთქი. ხორცი არ უყვარდა, მცენარეულ საჭმელს არჩევდა…”

კახი კავსაძე ზურაბ ქაფიანიძეზე - 2

Artinfo.ge