თეატრისა და კინოს მსახიობი კახი კავსაძე იუბილარია. მას 5 ივნისს 80 წელი უსრულდება.
ამ საიუბილეო თარიღთან დაკავშირებით, 4 ივნისსს რუსთაველის თეატრის მცირე სცენაზე გოჩა კაპანაძის მიერ დადგმული სპექტაკლი „მოხუცი ჯამბაზები“ გაიმართება.
ისტორიის ფურცლები:
სპექტაკლის დასრულების შემდეგ, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს ორგანიზებით, მსახიობის იუბილესთან დაკავშირებით მოეწყობა საზეიმო მიღება.
კახი კავსაძეს და მის თაყვანისმცემლებს, ღონისძიების ორგანიზატორებისგან მრავალი სიურპრიზი ელოდებათ.
