მსახიობი კახი კავსაძე დააჯილდოვეს. მის მიერ შესრულებული ერთ-ერთი ბოლო როლი საერთაშორისო კინოფესტივალზე საუკეთესოდ მიიჩნიეს და ქართველ მსახიობს მამაკაცის საუკეთესო როლისთვის ჯილდო გადასცეს.
თეატრისა და კინოს რიგით მე-14 ფესტივალმა “ამურის შემოდგომა” რჩეულები დაასახელა.
ნომინაციაში მამაკაცის როლის საუკეთესო შემსრულებელი გამარჯვებულად კახი კავსაძე დასახელდა ალექსანდრ ამუროვის ფილმში “ტილი და ტოლი” შესრულებული როლისთვის.
ისტორიის ფურცლები:
ფესტივალზე საუკეთესო რეჟისურისთვის ვანო ბურდული დაჯილდოვდა ფილმისთვის “გაყინული შარდევნების წელიწადი”.
ფესტივალის საპატიო პრიზი – ოქროს წერო კი წელს რეჟისორსა და სცენარისტს ირაკლი კვირიკაძეს გადაეცა.

