ჯულიანა ბარ-გნარი და ოთო ფოლადაშვილი საუკეთესოებში მოხვდნენ

კითხვის დრო: 1 წთ.

ჯულიანა ბარ-გნარი და ოთო ფოლადაშვილი საუკეთესოებში მოხვდნენჯულიანა ბარ-გნარისა და ოთო ფოლადაშვილისთვის 2018 წლის პირველი საერთაშორისო შეჯიბრი წარმატებული აღმოჩნდა.

იტალიის ქალაქ ვერონაში გამართულ საერთაშორისო შეჯიბრში WDSF International Open Latin, სადაც 18 ქვეყნიდან 74 წყვილი მონაწილეობდა, ქართველი მოცეკვავეები ფინალში მოხვდნენ და მე-5 ადგილი დაიკავეს.

შეჯიბრზე მსაჯად საერთაშორისო კატეგორიის მსაჯი ვანო კანდელაკი იყო მიწვეული.

Artinfo.ge