ხანგრძლივი პაუზის შემდეგ, კომპოზიტორი ჯემალ სეფიაშვილი ბრუნდება. არაერთი ჰიტის ავტორი მონატრებულ მაყურებელთან შესახვედრად განახლებული საკონცერტო პროგრამით ემზადება.
ისტორიის ფურცლები:
ჯემალ სეფიაშვილის შემოქმედებითი საღამო, რომელიც თეატრალიზებული სანახაობით იქნება დატვირთული, თბილისის დიდ საკონცერტო დარბაზში გაიმართება.
კომპოზიტორის გადაწყვეტილებით, მისი საღამო 2016 წლის 4 იანვარს უწმინდესისა და უნეტარესის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია მეორის დაბადებიდან 83 წლის იუბილეზე ჩატარდება.
