ჯემალ ქარჩხაძე: ,,რუსთაველმა ცუდი სამსახური გაგვიწია’’

კითხვის დრო: 1 წთ.

ჯემალ ქარჩხაძე: ,,რუსთაველმა ცუდი სამსახური გაგვიწია’’მწერალი ჯემალ ქარჩხაძე შოთა რუსთაველს ქართველებისთვის ცუდი სამსახურის გაწევაში “ადანაშაულებდა”:

“რუსთაველმა ცუდი სამსახური გაგვიწია, რადგან ძალიან დიდი ტილო გამოდგა და ყველას გვყოფნის ხელის შესაწმენდად.

ისტორიის ფურცლები:

მერე რა, რომ ჩვენ არ ვვარგივართ?! სამაგიეროდ, რუსთაველია დიდი.

მერე რა, რომ ჩვენ უნიჭოები ვართ?! სამაგიეროდ, რუსთაველია გენიოსი.

მერე რა, რომ ჩვენ ასე დავკნინდით და დავბეჩავდით?! სამაგიეროდ, რუსთაველია ამაღლებული.”

Artinfo.ge