ჯეინ ბირკინი ქართველებზე

კითხვის დრო: 1 წთ.

ჯეინ ბირკინი ქართველებზეალბათ ბევრმა არ იცის, რომ ცნობილი ინგლისელი მსახიობი და მომღერალი, განუმეორებელი  ჯეინ ბირკინი 2010 წელს საქართველოში ჩამოვიდა და დევნილების მხარდასაჭერად ზუგდიდში ჩავიდა:

„თუ ჩემი მორალური მხარდაჭერა იოტისოდენა შვებას მაინც მოჰგვრის იმ 350 000 ადამიანს, რომელსაც სახლში დაბრუნება სურს და ვერ ახერხებს, მზად ვარ, ამისთვის ბევრი გავიღო.“