მაესტრო ჯანსუღ კახიძე ცნობილი იყო თავისი პრინციპულობით და კატეგორიულობით. სწორედ მის პრინციპულობაზეა ისტორია, რომელსაც დავით ჭოლოკავა გვიზიარებს:
“ბატონი ჯანსუღ კახიძე – კაცი, რომელსაც საქართველოს გარეშე არ უცხოვრია! 80-იანი წლების ბოლოს, ვერდის სახელობის ფესტივალზე მიიწვიეს ბუსეტოში (ვერდის მშობლიური ქალაქი იტალიაში) თავის სიმფონიურ ორკერსტრთან ერთად.
გაიხსენეთ:
მაესტრომ კატეგორიულად მოითხოვა ქართული ნაწარმოების შესრულება და საოცრად შეასრულეს ქართველებმა “ჩემო კარგი ქვეყანავ”.
ნათელში იყოს მისი ულამაზესი სული!”
