საფრანგეთში გადახვეწილმა კიდევ ერთმა ქართველმა მომღერალმა ჯაბა ქარსელაძემ ლონდონიდან საქმიანი წინადადება მიიღო.
როგორც ჯაბა სოციალურ ქსელში თავის ერთგულ გულშემატკივარს ატყობინებს, მას კვირას საკმაოდ მნიშვნელოვანი საქმე აქვს განსახორციელებელი.
ისტორიის ფურცლები:
მომღერალი ლონდონის ფოტოგრაფთა სკოლაში მიიწვიეს, სადაც მაგისტრების მიერ მოსამზადებელი დისერტაციისთვის ის “კომერციული სახე” უნდა გახდეს:
“კარგია, როცა დღე იწყება ზარით ლონდონის ფოტოგრაფთა სკოლიდან და გთავაზობენ, რომ მაგისტრებისთვის თავიანთი დისერტაციისთვის იყო მათი “კომერციული სახე”. ასე რომ, კვირას დიდი გადაღება მელოდება წინ და შემოგთავაზებთ LIVE-ჩართვას LONDON-დან. ძალიან კარგია, როცა ასეთ რამეს გთავაზობენ… ვნახოთ რა გამოვა!”
