
ისტორიის ფურცლები:
ივან დორნი საქართველოში მეორედ ჩამოდის. პირველად ის ბათუმში იმყოფებოდა და შავი ზღვისპირეთში დამსვენებლებისთვის კონცერტი გამართა. ამჯერად მომღერალი საქართველოს დედაქალაქს ესტუმრება.
ივან დორნი და მისი სიმღერები ქართველ მსმენელში კარგად არის ცნობილი. ის და ნინო ქათამაძე ერთად იყვნენ უკრაინული იქს ფაქტორის მეხუთე სეზონის ჟიურის წევრები, სადაც კონკურსი ნინო ქათამაძის კონკურსანტმა მოიგო.

