იური მეჩითოვი საქველმოქმედო გამოფენას აწყობს

კითხვის დრო: 1 წთ.

იური მეჩითოვი საქველმოქმედო გამოფენას აწყობსფოტოხელოვანი იური მეჩითოვი თბილისში დატრიალებულ ტრაგედიასთან დაკავშირებით, საქველმოქმედო გამოფენას აწყობს.

გამოფენის და საქველმოქმედო აქციის შესახებ ინფორმაციას გერმანიაში საქართველოს საელჩოში მომუშავე ქართველი პიანისტი დუდანა მაზმანიშვილი ავრცელებს:

– მობრძანდით სამშაბათს, 16 ივნისს, 18 საათზე საქართველოს საელჩოში და მიიღეთ მონაწილეობა თბილისის წყალდიდობით დაზარალებულთა დახმარების საქველმოქმედო აქციაში! საელჩოში გაიხსნება ცნობილი ქართველი ფოტოგრაფის, იური მეჩითოვის გამოფენა.

Artinfo.ge