
ისტორიის ფურცლები:
პიანისტი ალექსანდრე გაჯიევი და ფლეიტისტი ლუიზა სელო დირიჟორ დავით მუქერიასთან და ბათუმის ფესტივალის ორკესტრთან ერთად დამსწრე საზოგადოებას მრავალფეროვან პროგრამას შესთავაზებენ.
ბათუმის თეატრის სცენაზე აჟღერდება ვაჟა აზარაშვილის ნოქტიურნი სიმებიანი ორკესტრისთვის, ვივალდის კონცერტი ფლეიტისთვის ფა მაჟორი. თხზ.10, ფილიპ ემანუელ ბახის კონცერტი ფლეიტისთვის რე მინორი და შოსტაკოვიჩის საფორტეპიანო კონცერტი N1 დო მინორი.

