
ისტორიის ფურცლები:
იტალიელი დირიჟორი ჯანკარლო დე ლორენცო, ქართველი პიანისტი დავით ალადაშვილი, იტალიელი კლარნეტისტი კლაუდიო მანსუტი და ბათუმის ფესტივალის ორკესტრი ააჟღერებენ შემდეგ ნაწარმოებებს: ბეთჰოვენი – „ეგმონტი“ უვერტიურა, მოცარტი – კონცერტი კლარნეტისთვის ლა მაჟორი და ბეთჰოვენი – საფორტეპიანო კონცერტი N5 თხზ.73.
ბათუმის შავი ზღვის ხელოვნების ფესტივალი არის პირველი კულტურული პროექტი საქართველოში, რომელიც UNESCO-ს პატრონაჟით ტარდება. მისი დამაარსებელი მსოფლიოში ცნობილი პიანისტი ელისო ბოლქვაძეა.

