ირაკლი კაკაბაძე დაქორწინდა

კითხვის დრო: 1 წთ.

ირაკლი კაკაბაძე დაქორწინდამწერალი ირაკლი კაკაბაძე დაქორწინდა. მისი რჩეული ბელა ბაჯელიძეა.

წყვილმა უახლოესი მეგობრების წრეში აღნიშნა გაბედნიერება და ჯვარიც დაიწერა. ირაკლიმ მეჯვარედ ტელეწამყვანი და ახმეტელის თეატრის მსახიობი გიორგი გასვიანი აირჩია:

“როცა მე ცოლს ვთხოულობ, ჩემი მეჯვარე თვით იულიუს კეისარია,” – განაცხადა მან. სწორედ გიორგი გასვიანი თამაშობს იულიუს კეისრის როლს ახმეტელის თეატრის სპექტაკლში “ბრუტუსი, ანუ იულიუს კეისრის მკვლელობა”.

ირაკლი კაკაბაძის მეუღლის მეჯვარეები დრამატურგი მანანა დოიაშვილი და თამილა არღვლიანი იყვნენ.