თეატრისა და კინოს მსახიობი ირაკლი ჩოლოყაშვილი მარჯანიშვილის თეატრიდან გაუშვეს:
“მითხრეს, რომ აღარ ვჭირდები თეატრს. 1997 წ. დებიუტი მარჯანიშვილის თეატრში. 30 წლის შემდეგ გამოაცხადეს, რომ აღარ ვჭირდები თეატრს. ბრძოლა იქნება უკომპრომისო.
პ.ს. მადლობა სოლიდარობისთვის. ვითარება იოლი ნამდვილად არ არის. თუმცა ვფიქრობ, რომ უხერხულია დღევანდელ დღეს, სამსახურის დაკარგვის გამო საზოგადოების ყურადღების ცენტრში ყოფნა. ბევრად უფრო მტკივნეული და მნიშვნელოვანი პრობლემები აქვს დღეს ქართულ საზოგადოებას. ტელევიზიები ეთერს გვითმობენ და თავს ვიკავებ. კიდევ ერთხელ მოგახსენებთ მადლობას პოზიციის დაფიქსირებისთვის. პ.ს. დედას რომ ვუთხარი თეატრის ამბავი, მითხრა: “აბა როგორ გინდა… არც დაჭერილი იყო და თან სამსახურიც გქონდეს”-ო. ძნელია არ დაეთანხმო.”
