
ძეგლი სავარაუდოდ თებერვალში გაიხსნება. მის სიახლოვეს განთავსდება სკამები, სადაც მსურველებს ყურსასმენებით ირაკლი ჩარკვიანის მუსიკისა და ლექსების მოსმენის შესაძლებლობა ექნებათ.
„შიგნით იქნება ინტეგრირებული ემპე 3 პლეერები, რომელზეც ნებისმიერ ადამიანს შეეძლება თავისი ყურსასმენის შეერთება და მუსიკის ან ტექსტების მოსმენა,” – აცხადებს სკულპტურის ავტორი როკო ირემაშვილი.
ირაკლი ჩარკვიანის ძეგლი უჟანგავი ფოლადისგან დამზადდება და დაახლოებით 3 მეტრი სიგანის და 2 მეტრი სიმაღლის იქნება.

