
ისტორიის ფურცლები:
შოუს ჩაწერები დაიწყო და კონკურსანტები ჟიურის წევრებმაც შეაფასეს, თუმცა ბოლო მომენტში პროექტმა კიდევ ერთი ცვლილება განიცადა. პროდიუსერების გადაწყვეტილებით, “იქს ფაქტორს” ახალი წამყვანები ჰყავს. ია სუხიტაშვილი და აჩიკო სოლოღაშვილი რუსკა მაყაშვილმა და გიორგი ყიფშიძემ შეცვალეს.
ამ სიახლის დამადასტურებელი ფოტო რუსკა მაყაშვილმა სოციალურ ქსელში გაავრცელა. გიორგი ყიფშიძის მიერ “იქს ფაქტორის” წაყვანის ინფორმაცია მალევე გავრცელდა, მაგრამ ამ დრომდე უცნობი იყო გოგონა, რომელიც პროექტის მეორე წამყვანი იქნებოდა.

