15 ივნისი მთელ საქართველოში გლოვის დღედ არის გამოცხადებული. მუსიკალური შოუს “იქს ფაქტორის” მორიგი ლაივკონცერტი ეთერში არ გავა. ინფორმაციას მუსიკალური კონკურსის ერთ-ერთი მონაწილე, ანრი ჯოხაძის გუნდის წევრი სოფო ბათილაშვილი ავრცელებს:
“15 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა. ჩვენც, რა თქმა უნდა, ვიზიარებთ ამ დიდ უბედურებას და ამიტომ იქს ფაქტორის ლაივ კონცერტი გადაიდო. როცა უფრო მეტი ინფორმაცია მექნება გადადებასთან დაკავშირებით, გაგაგებინებთ აუცილებლად.”
ისტორიის ფურცლები:
სოფოს გავრცელებული ინფორმაცია გიორგი გაბუნიას გუნდის წევრმა დიმა კობეშავიძემაც დაადასტურა:
“შექმნილი ვითარების გამო, იქს ფაქტორის ლაივიც გადაიდო კეთილო ხალხო!”
