ინგა ფერაძის საგანგებო ვიდეო

კითხვის დრო: 1 წთ.

ინგა ფერაძის საგანგებო ვიდეომომღერალი ინგა ფერაძე ბრიუსელში წლებია ცხოვრობს. მისი ყველაზე დიდი სურვილი და ოცნება თბილისის კიდევ ერთხელ ნახვაა.

ჟურნალისტმა მაკა რაზმაძემ მომღერალს ბრიუსელში დაურეკა:

“ჩემი იუბილარი – ინგა ფერაძე.

საუბრის დასაწყისში ჯერ იწვა, მერე ნელ-ნელა მოცოცხლდა თავისი თბილისის ხსენებაზე და მერე ისე ამღერდა, მისი ხმის ძველი ჟღერადობა ისმის უკვე ვიდეოში.

ჩემი თბილისი ყველაფერს მირჩევნიაო, არ დამკარგოთო, არ დამივიწყოთო – საქართველოს მოგვმართა!

თბილისის კიდევ ერთხელ ნახვაა მისი ოცნება… იქნებ შევძლოთ და შევუსრულოთ…

ო, რა სევდიანი ჩავალ სამარეში თუ არ ჩამატანეთ იასამანიო… კიდევ მრავალჯერ მოგველოცოს, ინგა საყვარელო, ჯერ რა დროს იასამანია.”

Artinfo.ge