
ხელოვნების სასახლის საკუთრებაში დაცულ ულამაზესი კალიგრაფიით შესრულებულ ტექსტს სასახლის დირექტორი გიორგი კალანდია ავრცელებს:
ისტორიის ფურცლები:
“ეს ულამაზესი კალიგრაფიით შესრულებული ტექსტი აბბა ალავერდელი მიტროპოლიტის, მეუფე დავითის ხელითაა შესრულებული – წარმოადგენს ხელოვნების სასახლის საკუთრებას და ემზადება ფრანკფურტში ქართული შრიფტისადმი მიძღვნილ გამოფენაზე ექსპონირებისათვის.
ეს არის თანამედროვე ქართული ხელნაწერი, რომელიც ნათლად აჩვენებს ქართული ანბანის სამი სახეობის ცოცხალ კულტურას.”


