2015 წლის 13 ივნისი ერთ-ერთი ყველაზე მძიმე დღეა თბილისის ისტორიაში.
გადაუღებელმა წვიმამ წყალდიდობა გამოიწვია და ათეულობით ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა.
რამდენიმე მოქალაქე ამ დრომდე დაკარგულად ითვლება.
ისტორიის ფურცლები:
ტრაგედიიდან ერთი წლისთავზე მომღერალმა ტატო გოდერძიშვილმა 13 ივნისის ტრაგედიის მსხვერპლთ ჰიმნი-სიმღერა მიუძღვნა.
“იდგა თბილისი თავდაუხრელი” – ასე ეწოდება კომპოზიციას, რომლის ავტორიც კომპოზიტორი ნუგზარ თუშიშვილია, ლექსის ავტორი მისი ვაჟი, გიორგი თუშიშვილი, არანჟირება კი საოცრად ნიჭიერ გოგოს ცირა ბზიშვილს ეკუთვნის.
