ჰანოვერის ოპერის სცენა ქართულმა ხმებმა წალეკეს

კითხვის დრო: 2 წთ.

ჰანოვერის ოპერის სცენა ქართულმა ხმებმა წალეკესჰანოვერის ოპერაში ჯუზეპე ვერდის “აიდას” პრემიერა გაიმართა. სპექტაკლში სამმა ქართველმა ოპერის მომღერალმა მიიღო მონაწილეობა.

ამნერისის პარტია ხათუნა მიქაბერიძემ იმღერა, რადამესის – გიორგი ონიანმა, რამფისის კი შავლეგ მაჭარაშვილმა.

პრემიერას ესწრებოდა კიდევ ერთი ქართველი ოპერის მომღერალი ნანიკო ძიძიგური, რომელმაც სიამაყით განაცხადა, რომ ქართულმა ხმებმა ჰანოვერის ოპერის სცენა წალეკეს:

“სასწაული ხდებოდა ჰანოვერის ოპერის სცენაზე – ქართულმა ხმებმა წალეკეს აქაურობა. “აიდას” პრემიერაზე დაინგრა დარბაზი თითოელი მათგანის გამოსვლით! უბედნიერესი და უამაყესი ვიჯექი დარბაზში, რისთვისაც უდიდესი მადლობა ამნერისების ამნერისს, ხათუნა მიქაბერიძეს! კიდევ ერთხელ გილოცავთ ამ დიდ წარმატებას!”

Artinfo.ge