,,გურული დღიურების’’ კიდევ ერთი წარმატება

კითხვის დრო: 1 წთ.

,,გურული დღიურების’’ კიდევ ერთი წარმატებაგარდა იმისა, რომ გიორგი კეკელიძის “გურული დღიურები” ბესტსელერია, მას არაერთი ჯილდო აქვს მიღებული. წიგნის ავტორი კიდევ ერთ სასიხარულო ინფორმაციას ავრცელებს, რომელიც ფრანკფურტის წიგნის საერთაშორისო ფესტივალს უკავშირდება.

გიორგი კეკელიძე:

“კარგი ამბავი – ფრანკფურტის წიგნის საერთაშორისო ფესტივალზე “გურული დღიურების” გარეკანი ნატა ავალიანის დიზაინით, “ნატვრის ხის” ახალი გამოცემის დიზაინთან ერთად ფინალშია. ათასობით გამოცემებს შორის მსოფლიოს 11 საუკეთესო გარეკანი შეირჩა და ორი ქართულია.”

Artinfo.ge